დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების აღება უფასოდ არის შესაძლებელი. აქციის მიზანი არჩევნებისთვის ხელშეწყობაა. მოწმობის უფასოდ მიღებას შეძლებენ კონკრეტული კატეგორიის მოქალაქეები - მათ შორის ისინი, ვისაც პირადობის არც ერთი დოკუმენტი აქამდე არ ჰქონიათ. ასევე, არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც 1 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი.
კატეგორიათა დეტალური ჩამონათვალის ნახვა იუსტიციის სახლის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.