ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კომპანია "ვისოლ ჯგუფის“ თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესს დაესწრო. 50-მდე თანამშრომელი სამედიცინო უნივერსიტეტში განთავსებულ სპეციალურ ცენტრში აიცრა.
ნათია თურნავას თქმით, ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე ძლიერი იარაღია და მნიშვნელოვანია კომპანიები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი კომპანიები, რომლები მომსახურების სფეროში მოღვაწეობენ, ტურიზმის სფეროში მოღვაწეობენ, ვაჭრობაში, ან თუნდაც ასეთი დიდი საცალო გაყიდვები აქვთ, როგორც ვისოლ ჯგუფს და ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავთ, იყვნენ სრულიად უსაფრთხოდ, იყვნენ თვითონა დაცულები ის ადამიანები, ვინც აქ მუშაობენ და მათი მომხმარებელიც იყოს დაცული,“ - აცხადებს ნათია თურნავა.
ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტი, ”ვისოლის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ კომპანიაში 5 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმებული და მათი 60%-ზე მეტი უკვე ვაქცინირებულია.