თბილისის მერიაში ამ წუთებში დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, კახა კალაძემ მედიისთვის თბილისში დაგეგმილი და განხორციელებული რამდენიმე პროექტის შესახებ ისაუბრა. მათ შორის, სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების შესახებ, რომელიც ხვალიდან დიღომში იწყება. კახა კალაძის თქმით, ასევე, გრძელდება რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ქალაქის მასშტაბით.
"სამგორის რაიონში, ე.წ. კაიროს დასახლებაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავასრულეთ. ქუჩები ატალახებული, განსაკუთრებით ცუდ ამინდში, როდესაც გაწვიმდებოდა მაღალი გამოვლობის ავტომობილის გარეშე გადაადგილება შეუძლებელი იყო. არანაირი მიწისქვეშა კომუნიკაციები, მთლიანად მოუწესრიგებელი და ძალიან მძიმე ვითარებაში უწევდათ იქ მცხოვრებ ადამიანებს. სამუშაოები დაახლოებით 6 მილიონი ლარი დაჯდა.
დიდ დიღომში ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია იწყება.
საბურთალოს მთავრობამ ერთი ძალიან მაგარი პროექტი განახორციელა, ფანასკერტელი-ციციშვილის ქუჩაზე მდებარე 5 000 კვ.მ ფერდზე სკვერის მოწყობა დაასრულა. ხვალ გვექნება შესაძლებლობა ერთად დავათვალიეროთ და ვნახოთ ეს მაგარი სივრცე," - განაცხადა კახა კალაძემ.