20 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
"სავარაუდოდ, პიკის დაღმასვლა ხდება, მაგრამ ლეტალობის ინდექსი მაინც შენარჩუნდება გარკვეული პერიოდი" - ლევან რატიანი 

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის პიკის დაღმასვლა დაწყებულია. თუმცა, ლევან რატიანი ამბობს, რომ ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი გარკვეული პერიოდი ისევ შენარჩუნდება. ის მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

"სავარაუდოდ, პიკის დაღმასვლა ხდება, მაგრამ ლეტალობის ინდექსი მაინც შენარჩუნდება გარკვეული პერიოდი, იმიტომ რომ ბოლო სამი კვირა მაღალი გვქონდა ინფიცირების ხარისხი და ინფიცირების ხარისხი და ლეტალობის გამოსავალი პირდაპირპროპორციულია ერთმანეთთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალბათ ეს შენარჩუნდება გარკვეული პერიოდი, მაგრამ ლეტალობაც ძალიან მალე დაიწყებს ჩამოსვლას.

ჩვენი კლინიკა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე გვქონდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ კლინიკასაც გააჩნია რესურსი. ორი წელიწადია არავის არ გვინახავს მზის შუქი, ამიტომ, ყველა თავს უნდა გაუფრთხილდეს.

თავის გაფრთხილებაში იგულისხმება პირადი ჰიგიენა და სოციალური დისტანცია, ვაქცინაცია და კომპლექსურად ეს ორივე - ვაქცინაციას პლუს პირადი ჰიგიენა,“ - აცხადებს ლევან რატიანი.

დღის ამბები