გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-3 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა. ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ხვალინდელი ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით:
ბათუმსა და ფოთში +24 გრადუსი სითბო იქნება.
+24 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი სოხუმშიც.
ზუგდიდში +23, ახალციხეში +26, ქუთაისში +22 გრადუსი სითბო იქნება.
ლენტეხსა და ცაგერში +21.
ამბროლაურში კი 22 გრადუსია მოსალოდნელი.
+24 გრადუსია მოსალოდნელი ცხინვალში.
გორში +27.
+33 გრადუსია ნავარაუდევი თბილისში.
რუსთავში +35, თელავში +32, სიღნაღშიც +32.
ხოლო ყვარელში +34 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.