რესტორნები "შავი ლომი", "ნინიას ბაღი" და კაფე "ლეილა" სტუმრების მიღების წესებს ცვლიან.
აღნიშნული ინფორმაცია რესტორნების ოფიციალურ Facebook-გვერდებზე გამოქვეყნდა.
"ძვირფასო სტუმრებო, დღეიდან "შავი ლომი" (ნინიას ბაღი) მხოლოდ აცრილ, ანტიგენი ან PCR ტესტის მქონე სტუმრებს უმასპინძლებს. თანამშრომლებიც, რა თქმა უნდა, აცრილი დაგხვდებათ. ჯანმრთელობას გისურვებთ.
აცრის დამადასტურებელი შტრიხ კოდი, შეგიძლიათ აიღოთ აქ:
https://covidpass.moh.gov.ge/ "- აღნიშნულია განცხადებაში.