სექტემბერი ბავშვთა სიმსივნეების შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. დამკვიდრებულია აზრი, რომ ბავშვებში სიმსივნის გამომწვევი მთავარი მიზეზი ცხოვრების წესთან და გარემოს რისკ ფაქტორებთან არის დაკავშირებული, თუმცა რეალურად ეს ადრეულ ასაკში უჯრედული ცვლილების შედეგია.
ბოლო წლებში, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, მკურნალობის მეთოდოლოგიაში დანერგილი პროგრესის წყალობით, კიბოს დიაგნოზის მქონე ბავშვების 80 პროცენტზე მეტის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა კიბო კვლავ რჩება 15 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობის რიგით მეორე მიზეზად, უბედური შემთხვევების შემდეგ.
ბავშვებში კიბოს ადრეულ ეტაპზე ამოცნობა ზოგჯერ ძნელია, რადგან საერთო დაავადებებს ან ყოველდღიურ სისხლჩაქცევებს შეუძლიათ შენიღბონ გამაფრთხილებელი ნიშნები.
მოდით, უფრო ახლოს გავეცნოთ ბავშვებში ყველაზე მეტად გავრცელებულ კიბოს ხუთ ვარიანტს და თითოეული მათგანის გამაფრთხილებელ ნიშნებს.
მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია (ALL)
მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია ბავშვებში ყველაზე გავრცელებული სიმსივნური დაავადებაა. ამ სენით დაავადებული ბავშვების 34 პროცენტს სწორედ მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდათ. ეს დაავადება ძირითადად თავს იჩენს 2-დან 4 წლამდე ასაკში და უფრო ხშირია მამრობითი სქესის ბავშვებში. ლეიკემია იწყება ძვლის ტვინში და ვრცელდება სისხლში, შემდეგ კი სხვა ორგანოებზე.
სიმპტომები:
ძვლებისა და სახსრების ტკივილი
დაღლილობა
სისუსტე
სისხლდენა
ცხელება
წონის დაკლება
ტვინის სიმსივნეები
ტვინის სიმსივნეები და სხვა ნევრული სისტემის სიმსივნეები ბავშვთა კიბოს დაახლოებით 27 პროცენტს შეადგენს. ტვინის სიმსივნეების მრავალი ტიპი არსებობს და თითოეული მათგანის მკურნალობა და პერსპექტივა განსხვავებულია. ბავშვებში ტვინის სიმსივნეების უმეტესობა იწყება ტვინის ქვედა ნაწილებში. მიუხედავად იმისა, რომ ტვინის სიმსივნეები ჩვეულებრივ განსხვავდება ბავშვებსა და მოზრდილებში, ბევრი სიმპტომი ერთნაირად არის გამოხატული.
სიმპტომები:
თავის ტკივილი
თავბრუსხვევა
ბალანსის პრობლემები
მხედველობის, სმენის ან მეტყველების პრობლემები
ხშირი ღებინება
ნეირობლასტომა
ნეირობლასტომა ჩნდება ჩვილებში და მცირეწლოვან ბავშვებში მოუმწიფებელი ნევრული უჯრედებიდან. ძირითადად გვხვდება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. ეს დაავადება ხშირად იწყება თირკმელზედა ჯირკვლებში და შეადგენს ბავშვთა კიბოს 7 პროცენტს. ეს უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.
სიმპტომები:
სიარულის უნარის დაქვეითება
ცვლილებები თვალებში (ამობურცული, მუქი წრეები, დაწეული ქუთუთოები)
ტკივილი სხეულის სხვადასხვა ადგილას
დიარეა
მაღალი წნევა
ვილმსი სიმსივნე, იგივე ნეფრობლასტომა
ვილმსის სიმსივნე იწყება თირკმელებში და არის ბავშვთა თირკმლის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპი. ვილმსის სიმსივნეები ჩვეულებრივ წარმოიქმნება მხოლოდ ერთ თირკმელში, მაგრამ ზოგჯერ ორივეში - მხოლოდ მცირე შემთხვევებში. ეს დაავადება, როგორც წესი, გვხვდება ძალიან მცირეწლოვან ბავშვებში 3-დან 4 წლამდე. კიბოს ეს ტიპი ნაკლებად გვხდება 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. მხოლოდ აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 500 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, სადაც 10 ბავშვიდან დაახლოებით 9 განიკურნება.
სიმპტომები:
შეშუპება მუცლის არეში
ცხელება
ტკივილი
გულისრევა
ცუდი მადა
ლიმფომა
ლიმფომა იწყება იმუნური სისტემის გარკვეულ უჯრედებში, რომელსაც ეწოდება ლიმფოციტები. ეს სიმსივნეები გავლენას ახდენს ლიმფურ კვანძებზე და სხვა ლიმფურ ქსოვილებზე, როგორიცაა კიდურები ან თიმუსი. მათ ასევე შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ძვლის ტვინზე და სხვა ორგანოებზე, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომები იმისდა მიხედვით, თუ სად იზრდება კიბო. ლიმფომის ორი ძირითადი ტიპი არსებობს:
ჰოჯკინის ლიმფომა, რომელსაც ზოგჯერ ჰოჯკინის დაავადებას უწოდებენ, იშვიათია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. არაჰოჯკინის ლიმფომა უფრო ხშირად გვხვდება მცირეწლოვან ბავშვებში, ვიდრე ჰოჯკინის ლიმფომა. ბავშვებში არაჰოჯკინური ლიმფომის ყველაზე გავრცელებული ტიპები განსხვავდება მოზრდილებისგან. ეს კიბო ხშირად სწრაფად იზრდება და მოითხოვს ინტენსიურ მკურნალობას, მაგრამ დაავადება ბავშვებში უკეთესად ექვემდებარება მკურნალობას, ვიდრე მოზრდილებში.
სიმპტომები:
ლიმფური კვანძები კისერზე, მკლავში ან იღლიაში
წონის დაკლება
ცხელება
ოფლიანობა
სისუსტე