პოლიტიკური ფარსი და ხალხის გაბითურების მცდელობა - ასე აფასებენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში.
"ქართულ ოცნებაში" იხსენებ პერიოდს, როდესაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალის ამ გადაწყვეტილებას ელოდნენ, თუმცა ახლა უკვე დოკუმენტი ანულირებულია და შეთანხმებაში შესვლა არასწორ პიარულ სვლად მიაჩნიათ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით საზოგადოების გაბითურებას ცდილობს, რაც, მისი თქმით, არასწორი პიარული სვლაა.
"ენმ-ს ეხვეწებოდა მთელი მსოფლიო, რომ ხელი მოეწერათ ამ შეთანხმებისთვის და ეს პრინციპულად არ გააკეთეს. მოუწიათ მოწერა, მაგრამ გვიან. ახლა ანულირებულ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა არის ხალხის გაბითურება და პოლიტიკური ფარსი, რომელიც მათ არ გამოუვათ,"- აცხადებს მდინარაძე.