წყალმომარაგება, პერიფერიული გზების მოწყობა და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივები - ეს ის საკითხებია, რაზეც "ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სოფელ ურთაში მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა.
მამუკა წოწერია სხვავადასხვა დასახლებაში ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს და ადგილობრივების საჭიროებების შესახებ ისმენს.
ურთაში მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში ცხოვრება ხალხისთვის კომფორტული უნდა გახდეს.