ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას მიესალმება და აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მნიშვნელოვანია პოლიტიკური გარემოსთვის.
"ნაციონალური მოძრაობის მიერ დოკუმენტზე ხელის მოწერას მივესალმებით. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში მათ მოვუწოდებდით გადაედგათ ეს ნაბიჯი . ეს ხელმოწერა კარგი ნიშანია რომ შეთანხმება შედგეს პოლიტიკურ სივრცეში. ეს არის გზამკვლევი იმისა რომ მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდეს.
ეს არის რეფორმები და ნაბიჯები რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდრებმა უნდა მოილაპარაკონ და შეთანხმდნენ.
ცხადია ამერიკელი და ევროპული მხარეები ეცდებიან ამ პროცესს დაეხმარონ.მაგრამ ეს თავად ქართველ პოლიტიოსებს შორის უნდა გადაწყდეს. კარგი ნიშანია რომ უკვე ბევრ პოლტიკურ პარტიას აქვს ხელი მოწერილი, იმისათვის რომ მოახდინონ ამ რეფორმების იმპლემენტაცია.
რეფორმები მნიშვნელოვანია და ის გააძლიერებს საქართველოს მომავალს , ეკონომიკას და კარგად აისახება საარჩევნო პროცესზე . ამ რეფორმების განხორციელდება დადებითად შეეხება თითოეულ საქართველოს მოქალაქეს. იმედი მაქვს რომ ეს აუცილებელი რეფორმები გატარდება და საქართველო პოლიტიკური ლიდერების გზავნილს პარლამნეტი სერიოზულად მიიღებს . ეს არის ის პრიორიტეტები რაზეც მათ უნდა იმუშაონ ,"- აცხადებს დეგნანი.