20 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
The lancet-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ პრეპერატი "ბარიციტინიბი" ყველაზე ეფექტურია სიკვდილიანობის შესამცირებლად - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი The lancet-ში გამოქვეყნებულ დამაიმედებელ კვლევის შედეგებზე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზაზა წერეთელი აცხადებს, The lancet-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ პრეპერატი "ბარიციტინიბი" ყველაზე ეფექტურია სიკვდილიანობის შესამცირებლად.

"კიდევ ერთი დამაიმედებელი ამბავი დღის ბოლოს. დღეს ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებული კიდევ ერთი კვლევის შედეგები.

ვინსენტ მარკონიმ და მისმა კოლეგებმა შეაფასეს ბარიციტინიბის ( Baricitinib) გამოყენება რანდომიზებული, პლაცებოთი კონტროლირებად, ორმაგად ბრმა კვლევაში (COV-BARRIER კვლევა). ბარიციტინიბი არის სელექციური იანუს კინაზა (JAK) 1/JAK2 ინჰიბიტორი, რომელიც გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო პროფილით აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებში. მნიშვნელოვანია, რომ კვლევის რანდომიზაცია მკაცრად განხორციელდა ინტერაქტიული რეაგირების სისტემის საშუალებით და მონაცემები სტრატიფიცირებულია დაავადების სიმძიმის, ასაკის, რეგიონის და სტეროიდების გამოყენების მიხედვით.

კვლევა ჩატარდა 12 ქვეყნის 101 სამედიცინო დაწესებულებაში და მასში ჩართული იყო 1525 პაციენტი. ჰოსპიტალიზირებულ მოზრდილებს, რომლებსაც ჰქონდათ COVID-19, და იყვნენ სტანდარტული მკურნალობის ქვეშ დღეში ერთხელ აძლევდნენ ბარიციტინიბის (4 მგ) ან შესაბამის პლაცებოს 14 დღის განმავლობაში. მოვლის სტანდარტი მოიცავდა სისტემურ კორტიკოსტეროიდებს, როგორიცაა დექსამეტაზონი და ანტივირუსული საშუალებები, მათ შორის რემდესივირი.

როგორც კვლევამ აჩვენა პლაცებოსთან შედარებით, პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ბარიციტინიბს, ჰქონდა 38,2% ფარდობითი შემცირება და 5 პროცენტული პუნქტი აბსოლუტური შემცირება 28-დღის განმავლობაში სიკვდილიანობაში (რისკის თანაფარდობა [HR] 0 · 57 [95% CI 0 · 41–0 · 78 ]; ნომინალური p = 0 · 0018).

სამკურნალოდაც საჭიროა რიცხვი (number needed to treat -NNT), რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ ერთი გარდაცვალება იყო 20. არცერთ სხვა ანტი-COVID-19 თერაპიას არ უჩვენებია სიკვდილიანობის ასეთი დიდი შემცირება. შედარებისთვის, მხოლოდ სხვა ორი იმუნომოდულაციური მკურნალობა, რომლებიც დაკავშირებული იყო სიკვდილიანობის შემცირებასთან, იყო დექსამეტაზონი (რომელმაც აჩვენა 17% შედარებით შემცირება და 2-8% აბსოლუტური შემცირება სიკვდილიანობაში და NNT 36 და ტოცილიზუმაბი (რომელმაც აჩვენა 15 % შედარებითი შემცირება და 4% აბსოლუტური შემცირება სიკვდილიანობაში და NNT 25)

ყველაზე ავადმყოფ პაციენტებს ჰქონდათ ყველაზე დიდი სარგებელი. პაციენტებს, რომლებიც უკვე იყვნენ ჟანგბადის მაღალი შემცველობაზე და ჟანგბადზე მყოფი და არა სტეროიდებით, ჰქონდათ ყველაზე დიდი სიცოცხლის მომტანი სარგებელი: ყოველი მეცხრე ამ მედიკამენტით მკურნალობიდან გადარჩა (პლაცებოს წინააღმდეგ) ამ ჯგუფებში.

უსაფრთხოება-ამ კვლევამ აჩვენა უსაფრთხოების ყველაზე მეტი მონაცემი #COVID– ში სტეროიდებს დამატებული იმუნომოდულატორული აგენტისთვის. მედიკამენტი ისეთივე უსაფრთხოა, როგორც პლაცებო ინფექციების, სისხლის შედედების, გულსისხლძარღვთა მოვლენებისა და ინსულტების დროს. ეს არის შესანიშნავი და გამამხნევებელი (იხ.სურათი).

კლინიკური სარგებელი და სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი შემცირება, ისევე როგორც უსაფრთხოების შეშფოთების არარსებობა, COV-BARRIER კვლევით, ბარიციტინიბს ათავსებს იმ მცირე სამკურნალო საშუალებებს შორის რომელიც შეიძლება შეირჩეს ჰოსპიტალიზირებულ პაციენტების სამკურნალოდ," - წერს ზაზა წერეთელი. 

დღის ამბები