20 ნოემბერი 2024,   05:17
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - ეპიდემიოლოგების შეფასება

COVID-19-ით საქართველოში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ყოველდღიურად გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს ეპიდემიოლოგები იმით ხსნიან, რომ გასული კვირების განმავლობაში დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელი იყო.

სპეციალისტების შეფასებით, ინფიცირების შემთხვევების კლება არსებული რეგულაციების და ვაქცინაციის შედეგია.

"არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს დღეებში ლეტალობის მაჩვენებელმა მოიმატოს კიდევ, რადგან ზოგადად ვხედავთ, თუ როგორი დიდი და მასშტაბურია კლინიკურ სექტორში დატვირთვა. ამიტომ აუცილებელია და უმნიშვნელოვანესი, რომ დავიცვათ ჩვენი თავი, ჩვენი ოჯახი და ჩავერთოთ დაუყონებლივ ვაქცინაციის პროცესში," - განაცხადა ერთ-ერთმა ეპიდემიოლოგმა.

გარდა ამისა, ქავთარაძის საველე ჰოსპიტლის კოორდინატორის, მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, სტაციონარში მკურნალობას 93 პაციენტი აგრძელებს.

ვირუსს 81 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, ბოლო 24 საათში 3 212 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელებული 5017 პაციენტი.


დღის ამბები