"ქართულ ოცნებაში" ენმ-ს მიერ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას აფასებენ. როგორც პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, მელია სააკაშვილის თამაშების მსხვერპლი გახდა.
"ოპოზიციას ძალიან გაუჭირდა, რომ ამაზე დათანხმდა. მე მესმის მელიასი, ადრეც ვუთხარი, რომ სააკაშვილის თამაშების მსხვერპლი იქნებოდა.
მათ ჰქონდათ შესაძლებლობა 100 დღის მანძილზე ხელი მოეწერათ, ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, მათ შორის ისიც, რომ დღეს გარეთ დათარეშობს. ახლა ეს ყველაფერი მის სინდისზე იყოს, ის შესაძლებლობები კი, მათ უკვე ხელიდან გაუშვეს,"- აცხადებს ირაკლი ზარქუა.