აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 20 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი საცხოვრებელი სახლიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ კლინიკა “მედცენტრში” 31 აგვისტოს გადაიყვანეს.
მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა, ის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. პაციენტს ჯანრთელობის სხვა პრობლემებიც ჰქონდა, რის გამოც მდგომარეობა მძიმედ შეფასდა.
20 წლის ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.