96 წლის ასაკში ბერძენი კომპოზიტორი, მიკის თეოდორაკისი გარდაიცვალა. ამის შესახებ საბერძნეთის მედია იტყობინება. კომპოზიტორს მსოფლიო აღიარება მისმა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ნამუშევარმა, მუსიკამ ფილმისთვის "ბერძენი ზორბა" მოუტანა.
ის იყო ცეკვა "სირტაკის" მუსიკის ავტორი. მუსიკას მსოფლიოში აღიქვამდნენ, როგორც ბერძნულ ეროვნულ ცეკვას.
თეოდორაკისი მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ასევე 1960-70-იან წლების საბერძნეთში ულტრამემარჯენე რეჟიმის წინააღმდეგობის მოძრაობებში, არაერთხელ იმყოფებოდა საპატიმროებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში, რამდენიმე წელი გაატარა ემიგრაციაში საფრანგეთში.
1964 წელს, როგორც ერთიანი მემარცხენე დემოკრატიული პარტიის წევრი, საბერძნეთის პარლამენტში მოხვდა.