20 ნოემბერი 2024,   05:23
ვრცლად
გორში 128 სამხედრო მოსამსახურემ ახალი საცხოვრებელი ბინა მიიღო

სამხედრო მოსამსახურეების ბინებით უზრუნველყოფის პროცესი ვარკეთილის სამხედრო ქალაქის შემდეგ, ქალაქ გორში გაგრძელდა. 128 სამხედრო მოსამსახურემ ახალი საცხოვრებელი ბინა მიიღო. საცხოვრებელი ფართების განაწილება კენჭისყრით მოხდა. ბინები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში გადაეცათ.

საცხოვრებელი კორპუსებთან მოეწყო შ.შ.მ. პირებისთვის ადაპტირებული პანდუსებიც. ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტრომ ახალი საცხოვრებელი ბინით 2000- ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყო.

 

დღის ამბები