17 ოქტომბერი 2021,   10:38
ვრცლად
"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ვაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდა  

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი დღეს მოსახლეობას ჯერ წყნეთში, შემდეგ ნუცუბიძის პლატოზე, ვაჟა-ფშაველაზე და ჭავჭავაძეზე შეხვდა. კახა კალაძემ ამომრჩევლებს მაჟორიტარობის კანდიდატები გააცნო, გეგმებზე ესაუბრა და კითხვებს უპასუხა. 

ადგილობრივებთან შეხვედრის მთავარი თემა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები იყო. კახი კალაძემ მოსახლეობას შეახსენა ის გეგმებიც რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდა, თუმცა პანდემიის გამო ვერ განხორციელდა. 

სამომავლო გეგმებზე დ პროექტებზე წყნეთის შემდეგ ინფორმაცია კანდიდატებისგან ნუცუბიძის მესამე მიკრორაიონის მოსახლეობამაც მიიღო. შეხვედრა ერთ-ერთ სკვერში შედგა. 

სამახსოვრო ფოტოების და ფეხბურთის მაისურებზე წარწერების ფონზე შედგა მოსახლეობასთან შეხვედრა ჭავჭავაძის გამზირზე. მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებმა ადგილობრივებს მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

4 უბნის მონახულების შემდეგ კახი კალაძემ ქართული ოცნების შტაბში გადაინაცვლა და თანაგუნდელებთან ერთად ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრა შეაჯამა.

ვაკის შემდეგ, მერობის და მაჟორიტარობეს კანდიდატები უახლოეს დღეებში მოსახლეობას გლდანის რაიონში შეხვდებიან. 

 

 

 

 

დღის ამბები