20 ნოემბერი 2024,   05:31
ვრცლად
ტოცილიზუმაბი არ წარმოადგენს სამკურნალო საშულებას, რომელიც 100%-ით გადაარჩენს covid-19-ით დაავადებულ ადამიანს - ლევან რატიანი 

ლევან რატიანი პრეპარატ "ტოცილიზუმაბის" შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ის არ წარმოადგენს მედიკამენტს, რომელიც COVID-19-ით დაავდებულ პირს 100%-ით გამოაჯნმრთელებს. როგორც ლევან რატიანი ამბობს, მათ კლინიკაში სულ 10 პაციენტში იქნება გამოყენებული აღნიშნული პრეპარატი და მხოლოდ რამდენიმე პაციენტთან გამოიღო დადებითი შედეგი. 

"ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ატეხილი აჟიოტაჟი წამალზე, ტოცილიზუმაბი, რომელიც მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი პრეპარატი როგორც სიცოცხლის გადამრჩენელად covid-19-ის დროს, ეს ნამდვილად ასე არ არის. ვინაიდან, ეს არ არის დადასტურებული პათოგენეზური სამკურნალო საშუალება, რომელიც კოვიდდაავადებას 100%-ში გამოაჯანმრთელებს. მე მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დიდი მიმღები კლინიკა ვიყავით და ვართ დღემდე, ვიღებთ როგორც ნოლიდან ასაკობრივ ჯგუფს, ასევე ორსულებს, გატარებული გვაქვს დაახლებით 10 000-მდე ჰოსპიტალიზებული პაციენტი, მათ შორის დაახლოებით 1200-მდე მძიმე და კრიტიკული პაციენტი. ჩვენ ამ ბოლო პერიოდში, როცა დაიწყო ტოცილიზუმაბზე ლაპარაკი, ჩვენ სულ 10 შემთხვევაში გამოვიყენეთ და რამდენიმე შემთხვევაში გამოიღო მან დადებითი შედეგი. ტოცილიზუმაბი არ წარმოადგენს იმ სამკურნალო საწამლო საშულებას, რომელიც 100%-ით გადაარჩენს covid-19-ით დაავადებულ ადამიანებს, ეს გამოიყენება ძალიან ვიწრო ჩარჩოში, ამ დაავადებაში და განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომელსაც ესაჭიროებათ," - განაცხადა ლევან რატიანმა. 

დღის ამბები