ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი საარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს ახორციელებს და ამზადებს ანალიზს, თუ რა ტიპის ინფორმაცია ვრცელდება საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ.
ცენტრის მიზანია, გამოავლინოს ცრუ ინფორმაცია, უზრუნველყოს ორგანიზაციის მიერ გავრცელებული სიახლეების სისწორე და კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთოს მცდარი სიახლეების გავრცელება.