თბილისში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის რეაბილიტაცია დასრულდა. სამგორში, ე.წ. კაიროს დასახლებაში, დასრულებული სამუშაოები ქალაქის მერმა კახი კალაძემ დაათვალიერა.
დასახლებაში მთლიანად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და განხორციელდა ექვსკილომეტრინი გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია.
პროექტი თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ განხორციელდა, რაშიც 6 მილიონი ლარი დაიხარჯა.