თურქეთში საქართველოს საელჩო თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს. პანდემიის გამო 2021 წლის 6 სექტემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით ახალი შეზღუდვები წესდება, რის შესახებაც საქართველოს საელჩო მოქალაქეებს ინფორმაციას აცნობს.
"საქალაქთაშორისო მგზავრობისას, მათ შორის თვითმფრინავით, ავტობუსით, მატარებლით ან სხვა ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, მოქალაქე ვალდებულია, აპლიკაციის Hayat Evev Sığar -HES kodu საშუალებით წარადგინოს სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. აღსანიშნავია, რომ ხსენებული შეზღუდვა არ ვრცელდება კერძო, მსუბუქი ავტომობილით საქალაქთაშორისო მგზავრობის მსურველ პირებზე.
ამასთან, კინოთეატრებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ასევე სავალდებულო იქნება აპლიკაციის Hayat Evev Sığar -HES kodu საშუალებით სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატის, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტის, ან ბოლო 48 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ზემოხსენებული შეზღუდვები არ ვრცელდება ტურისტებზე.
ამასთან, თურქეთში საქართველოს საელჩო, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს.
ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 0