ყვარლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 35 მეხანძრე-მაშველი და 10-მდე რეინჯერი.
ცოცხალ ძალასთან ერთად ხანძრის ქრობაში ჩართული იყო შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ხანძარი მთის ფერდობზე გუშინ შენიშნეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.