პრემიერი ქუთაისში "აია არენაზე" სპორტსმენებს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა სარაგბო ინფრასტრუქტურის მოწყობა იყო. შეხვედრას კულტურის მინისტრიც ესწრებოდა.
პრემიერ მინისტრმა სპორტსმენებთან შეხვედრის დროს განაცხადა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის განვითარების გეგმა მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ახალი სპორტული ლოკაციის შექმნას ითვალისწინებს, სადაც ფასები ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
"რაგბი, რომ ჩვენი თამაშია, ეს თქვენ, თქვენი მიღწევებით, თქვენი გმირობით დაამტკიცეთ და ის შედეგი, რომელიც თქვენ დადეთ ამ მოკლე პერიოდში, არის ნამდვილად მისასალმებელი. ფონდმა "ქართუმ" და კერძოდ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა რაგბის განვითარების საქმეში. თითოეული ჩადებული ლარი კონვერტირდა უკვე რეალურ, კონკრეტულ ხელშესახებ შედეგში," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.