03 მაისი 2024,   20:22
ვრცლად
სხვადასხვა ქვეყნები შეზღუდვებს ისევ ამკაცრებენ - მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებელმა 221 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 221 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობა 4 მილიონს აღემატება.

"დელტა" შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით სახელმწიფოები შეზღუდვებს აწესებენ. გადაადგილებაზე შეზღუდვა 10 სექტემბრამდე გახანგრძლივდა საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში. მოსახლეობას სახლის დატოვება ღამის 1 საათიდან დილის 6 საათამდე ეკრძალება.

ამერიკის შეერთებული შტატები ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში კვლავ ლიდერობს. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კი მოსახლეობას ვაქცინაციისაკენ მოუწოდებენ. 20 სექტემბრიდან საზოგადოებას ბუსტერ დოზებით აცრის შესაძლებლობა ექნება.

ვაქცინაციისაკენ მოუწოდებენ საზოგადოებას ავსტრალიაშიც, სადაც რამდენიმე ქალაქში ლოქდაუნია დაწესებული.

დღის ამბები