წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ქართული ოცნების" ბოლნისის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. დავით შერაზადაშვილი ამჯერად სოფელ ტალავერში იმყოფებოდა.
მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს სამომავლო გეგემები საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატთან და პარლამენტის წევრ გოგი მეშველიანთან ერთად გააცნო.
"არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. აქ ძირითადი პრობლემა სასმელი წყლის პრობლემაა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი," - ამბობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" დავით შერაზადიშვილი.