16 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
ენმ-ს რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მოსახლეობისთვის გადაცემა, ავტოფარეხების დაკანონება, სოციალური სიდუხჭირის აღმოფხვრა - "ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა. დავით კირკიტაძის თქმით, მისი რუსთავის მერად არჩევის შემთხვევაში არსებული პრობლემები გადაიჭრება.

"პირველ 100 დღეში მე ვპირდები ყველა რუსთაველს, მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა და არჩევანისა, რომ ისინი მიიღებენ საკუთრებაში სახელმწიფოს ხელთ არსებულ ქონებას. პირველ რიგში მათ დავუკანონებთ ავტოფარეხებს, თითოეულ რუსთაველს გადავცემთ სულადობის მიხედვით 600 და 900 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს; ვისაც მფლობელობაში აქვს გარკვეული საკუთრება, რომელიც არ აქვს დაკანონებული, სამეზობლოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე კორპუსის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, თუ არ უშლის ეს ამ ინტერესებს და უსაფრთხოებას ხელს, ჩვენ მათ გადავცემთ საკუთრებაში," - აცხადებს რუსთავის მერობის კანდიდატი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დავით კირკიტაძე.

დღის ამბები