დევნილებსა და ეკომიგრანტებს დევნილთა სააგენტო გრანტებს გადასცემს - ფინანსური დახმარება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის, სურსათის წარმოებისა და გადამუშავების ხელშეწყობის მიზნით გამოიყოფა.
საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული 100 პირი დაფინანსდება.
განაცხადების მიღება ხვალიდან დაიწყება და ერთი თვე გაგრძელდება. პროგრამის მთავარ მიზანს, დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.