პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას დიდი სურვილი აქვს მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის. როგორც მან აღნიშნა, პრემიერი სააკაშვილს ჰალსტუხების კოლექციას დაახვედრებს და გარემონტებულ ციხეში შეაბრძანებს.
"ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი, გავერთობით ძალიან კარგად. მე მას შევპირდი, რომ დავახვედრებ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებ ციხეში. გარემონტებულ ციხეში სხვათაშორის. აი ეს არის სააკაშვილის ბედი თუ გაინტერესებთ ყველას.
კიდევ ერთი მინდა ვთქვა, კაცი, რომელმაც გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის უდიდესი მწვერვალი, ამის იქით რომ არაფერი არ არსებობს, ომის დროს მიატოვა ჯარისკაცები, სტუმარი კაცი ჰყავდა ჩამოყვანილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიაგდო, მიატოვა სტუმარი და მიწაზე იფორთხიალა. თქვენ გახსოვთ მერე კადრები ცნობილი, უკრაინაში როგორ ათრიეს თმებით.
ასე რომ, ნებისმიერი მისი ეს რაღაცა მორიგი სულელური პროვოკაცია მხოლოდ ღიმილს იწვევს ჩემში.
თუ ჩამოსვლა უნდა ჩამოვიდეს. რატომ ვერ ჩამოდის 9 წელი გავიდა, რატომ ვერ ჩამოდის? იმიტომ, რომ კურდღელია, ლაჩარია და მშიშარა კაცია.
ხომ ხედავთ, დღეს ძალიან კარგ ხასიათზე ვარ," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.