საქართველოს ავიახაზების თბილისი-ვენის რეისი, რომელსაც აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდა.
არსებული ინფორმაციით, არ დაიხურა თვითმფრინავის შასი.
უსაფრთხოდ დასაჯდომად, გარკვეული ხნის განმავლობა თვითმფრინავი აეროპორტის თავზე დაფრინავდა.
ტექნიკური შეფერხების მიუხედავად, ბორტზე მჯდარ არც ერთ მგზავრს პრობლემა არ შექმნია.
მომხდარის შესახებ ოფიციალურ კომენტარს ავიაკომპანია ცოტა ხანში გააკეთებს.