20 ნოემბერი 2024,   05:18
ვრცლად
"სერიოზულად უნდა აღვიქვათ, თუმცა ის ჯერ კიდევ არ წარმოადგენს საფრთხეს" - რას ამბობს ფაუჩი COVID-19-ის ახალ, "მიუ" ვარიანტზე

კორონავირუსის ახალი - "მიუ" ვარიანტი სერიოზულად უნდა აღვიქვათ, თუმცა ის ჯერ კიდევ არ წარმოადგენს საფრთხეს - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.  

"COVID -19-ის ახალ, "მიუ" ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული ანტისხეულების, მათ შორის ვაქცინებისგან შექმნილი ანტისხეულების დაცვას გვერდი აუარონ. "მიუ" ვარიანტის მუტაციებზე საბოლოო დასკვნისთვის საჭირო საკმარისი კლინიკური მონაცემები არ არსებობს და ამჟამად პირდაპირ საფრთხედ არ განიხილება, თუმცა COVID -19-ის  ყველა ვარიანტი სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. ამ ვარიანტზე შეერთებულ შტატებში აქტიური დაკვირვება მიმდინარეობს," - განაცხადა ფაუჩიმ.

დღის ამბები