კორონავირუსის ახალი შტამების გამო, ეპიდემიოლოგები მეხუთე ტალღის მოლოდინში არიან. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მოსალოდნელ ტალღაზე მედიასთან ისაუბრა.
თამარ გაბუნიას თქმით, ეს მოლოდინი გლობალურად ყველა ქვეყანას აქვს. მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ ახალი ტალღის ისეთი სისწრაფით გავრცელება, როგორიც გასული მეოთხე ტალღის პერიოდში გვქონდა.
"კორონავირუსის ახალი ტალღის მოლოდინი არამხოლოდ ჩვენ, არამედ გლობალურად ყველა ქვეყანას აქვს, ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს განსხვავებული შტამების გამოჩენას, ასევე არასაკმარისად იმუნური ფენის ჩამოყალიბებას და რეგულაციების უგულებელყოფას," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ ახალი ტალღის ისეთი სისწრაფით გავრცელება, როგორიც გასული მეოთხე ტალღის პერიოდში გვქონდა. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა დაწესებული რეგულაციები დაიცვან.