გოჩა რამიშვილის გარდაცვალებიდან 13 წელი გავიდა. "რუსთავი 2-ის" ოპერატორი 2008 წლის 6 სექტემბერს შავნაბადაზე გადაღების დროს ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.
გოჩა რამიშვილის კარიერა "რუსთავი 2-ის" დაბადებასთან ერთად, 1994 წელს დაიწყო. მაშინ გოჩა 17 წლის იყო.
ყოველწლიურად გოჩა რამიშვილის სახელობის კონკურსი ეწყობა - კონკურსში, რომელშიც წლების განმავლობაში მხოლოდ "რუსთავი 2-ის" ოპერატორები მონაწილეობდნენ, არხის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, სიახლეები შევა და მასში მონაწილეობა სხვა არხის წარმომადგენლებსაც შეეძელბათ..