20 ნოემბერი 2024,   05:17
ვრცლად
სახალხო დამცველს 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით "ალტინფოს" დამფუძნებელი პასუხობს

სახალხო დამცველის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის 5 ივლისის მოვლენებზე კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობის დაყენებას ითხოვს, "ალტინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე პასუხობს და აღნიშნავს, რომ ნინო ლომჯარია არაკომპეტენტურია.

მახარაძე "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ადგილი არ ქონია.

მღვედლი სპირიდონ ცქიფურიშვილი კი, რომლის მიმართაც ასევე სახალხო დამცველი პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს, მედიის კითხვებს არ პასუხობს და ამბობს, რომ მის შესახებ ადვოკატი ისაუბრებს.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველი 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე 2 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს.

5 ივლისს, ჰომოფობიური აქციის გაშუქების დროს, რადიკალურმა ჯგუფებმა მედიის 53 წარმომადგენელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დღის ამბები