ვაზისუბნის დასახლებაში, სულაქველიძის ქუჩაზე, 45 წლამდე მამაკაცი დაჭრეს.
მას ცეცხლსასხროლი იარაღიდან ერთი ჭრილობა ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი ინგოროყვას კლინიკაში მოათავსეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დასახლებაში მომხდარის დეტალებსა და მოტივზე ვერ საუბრობენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ დღის პირველ ნახევარში ორი გასროლა გაიგეს, ქუჩაში გამოსულებს კი მამაკაცი დახვდათ დაჭრილი.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი, 118 -ე, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება და 236-ე, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.