საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე თავისუფალია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, უკანონო დაკავების მომენტიდან გააქტიურებული იყო ცხელი ხაზი, ასევე მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირებაც.
ქართული მხარის განმარტებით, სწორედ ინტენსიური კონსულტაციების შედეგად მოხდა ამერიკის მოქალაქის გათავისუფლება.
"დაკავების მომენტიდანვე გააქტიურდა ცხელი ხაზი. ინფორმაცია მომხდარის შესახებ ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ამოქმედდა ყველა არსებული ბერკეტი და საშუალება, რათა უკანონოდ დაკავებული ამერიკის მოქალაქე გადმოგვეყვანა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე," - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ.