ოზურგეთში იმუნიზაციის ახალი ცენტრი გაიხსნა. გურიის რეგიონში ჯამში უკვე შვიდი ამცრელი პუნქტი ფუნქციონირებს და ადგილზე ვაქცინაციის პროცესი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით მიმდინარეობს.
იმუნიზაციის ახლად გახსნილ ცენტრში ვაქცინაციის პროცესს სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილე გაეცნენ.