20 ნოემბერი 2024,   05:27
ვრცლად
თაღლითური სქემა Carrefour-ის სახელით - სოციალურ ქსელში ვირუსული შეტყობინებები ვრცელდება

დღეს დილიდან სოციალურ ქსელში ვირუსული ლინკი ვრცელდება - ფეისბუკის მომხმარებლები მეგობრებისგან პირად შეტყობინებებში გზავნილს იღებენ, რომელიც მაღაზია Carrefour-ის სახელით ვრცელდება.

ფეიკ-ლინკზე გადასვლის და კითხვარის შევსების შემდეგ კომპანია, თითქოს 64-წლიან იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებელს საჩუქრებს სთავაზობს.  

სქემა რეალურად თაღლითურია. კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მომხმარებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

"შევიტყვეთ, რომ ბევრი თქვენგანი იღებს საეჭვო შეტყობინებებს Carrefour - ის სახელით. გაცნობებთ, რომ აღნიშნული შეთავაზება არ წარმოადგენს სინამდვილეს და არ იგზავნება კარფურ საქართველოს მხრიდან!

კარფურის ოფიციალური შეთავაზებები და აქციები მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნდება კარფურის ოფიციალურ Facebook და Instagram გვერდებზე, ან კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდსა და აპლიკაციაში!

გთხოვთ, საეჭვო შეტყობინებებმა არ შეგიყვანოთ შეცდომაში და არ გადახვიდეთ ლინკზე," - წერია განცხადებაში.

დღის ამბები