სვანეთში დაკარგულ მამა-შვილს ეძებენ. მწვერვალ უშბაზე ლაშქრობისას მოლდოველი ალპინისტები 28 აგვისტოს შემდეგ არ გამოჩენილან.
ამის შესახებ ინფორმაცია დაკარგულების ოჯახის წევრმა გალინა კულიკოვამ Facebook-ზე დაწერა.
დაკარგული ტურისტების ძებნის ოპერაციაში ადგილობრივი მაშველები უკვე ჩაერთნენ. სამაშველო ვერტმფრენის გამოყენება კი, ცუდი ხილვადობის გამო ვერ ხერხდება.