საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.
"მიღებულია გადაწყვეტილება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების ჩატარების შესახებ. შეჯიბრებები ჩატარდება მაყურებლის გარეშე.
ყველა მონაწილე უნდა იყოს ან აცრილი, ან უნდა ჰქონდეს 72 საათიანი PCR ტესტი ან 24 საათის მანძილზე მოქმედი ანტიგენის ტესტი,"- განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.