07 სექტემბერი 2026,   13:36
ვრცლად
სპეცოპერაცია მარნეულში - დაკავებულის ოჯახის წევრის თქმით, ის გარკვეულ პრეპარატებს ექიმის დანიშნულებით მოიხმარდა

რა პოზიცია აქვთ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირების ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს? შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერცია რამდენიმე ქალაქში - მათ შორის, თბილისში, ლაგოდეხში, მარნეულში, რუსთავსა და ბათუმში ჩაატარა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ.

ნარკორეალიზატორის გამოვლენის მიზნით სპეცოპერაცია მარნეულში ორ ლოკაციაზე ჩატარდა. ერთ შემთხვევაში "კურიერი" ადგილზე იმყოფებოდა და დაკავებულის ოჯახის წევრებს გაესაუბრა.

"ის დააკავეს კაზინოს გვერდით, ხელში ნარკოტიკი ეჭირა. ვიღაცამ ამხილა, მერე პოლიცია მოვიდა და წაიყვანეს. ფეხზე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და არ მუშაობდა. ამბობენ, რომ ნარკოტიკი გაყიდა და ამის გამო დაიჭირეს. არ ვიცი ადრე ყიდდა თუ არა ნარკოტიკს, თუმცა ვიცი, რომ მოიხმარდა," - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის შვილი.

დაკავებულის ოჯახის კიდევ ერთი წევრის თქმით, დაკავებულს ნარკოტიკი მეგობრისთვის უნდა გადაეცა და ასევე, აღნიშნული პრეპარატი მას ექიმმა გამოუწერა.

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთ ლოკაციაზე დაკავებულის ვინაობა ალექსი აკოფოვია. მისი უფლებადამცველის ცოტნე ტყებუჩავას განცხადებით, არავითარი მტკიცება არ არსებობს იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ნარკოტიკულ საშუალებას ასაღებდა.

"არის ვიდეომასალა, სადაც ჩანს წამებით მონაკვეთში, ითიშება, მაგის ექსპერტიზის დანიშვნას ვაპირებ, სადაც მას ჯიბიდან ამოუღეს ერთი პატარა რაღაც ნივთიერება, ისიც დასადგენია რა ნივთიერება იყო," - ამბობს ადვოკატი.

დღის ამბები