სოფელ დიღმის მაცხოვრებლების კუთვნილი სახლებისა და მიწების ლეგალიზაციის საკითხზე ვატო შაქარიშვილმა ინიციატივა წარადგინა. როგორც საბურთალოს მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი აღნიშნავს, წლებია, სოფელი დიღმის მოსახლეობა საკუთარ მიწებსა და საცხოვრებელ სახლებს ვერ არეგისტრირებს.
ვატო შაქარაშვილს მიაჩნია, რომ საყოველთაო ლეგალიზაცია იქნება ერთადერთი გზა, რომ მოსახლეობამ საკუთარი ქონების კანონიერი რეგისტრაცია შეძლოს.
"ყოველგვარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების გარეშე ვაყენებ ინიციატივას. სოფელ დიღომში საცხოვრებელ სახლებზე და მოსახლეობის კუთვნილ მამა-პაპისებურ მიწებზე გამოცხადდეს საყოველთაო ლეგალიზაცია. ეს არის ერთადერთი გზა, რომ მოსახლეობამ ერთხელ და სამუდამოდ შეძლოს საკუთარი ქონების კანონიერი რეგისტრაცია,- განაცხადა ვატო შაქარაშვილმა.