29 აგვისტო 2026,   22:33
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე მის მიმართ სასამართლო პროცესების განახლებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ოპოზიციის გაერთიანებული კანდიდატი ზუგდიდის პირველ მაჟორიტარულ ოლქში ბათლომე შელია მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესების განახლებას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.

ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე შელიამ განაცხადა, რომ საქმის "თაროდან ჩამოღება" მის რეიტინგს უკავშირებდა.

საუბარია 2020 წლის აპრილში მომხდარ ინცინდენტს, როდესაც ის სამოქალაქო აქტივისტმა ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. შელია ბრალს არ აღიარებს.

დღის ამბები