20 ნოემბერი 2024,   05:42
ვრცლად
რეგიონის ყველაზე დიდი აუთლეტი კახეთის გზატკეცილზე - ერთ წელიწადში საქართველოში 10 ჰექტარზე გაშენებული სავაჭრო ცენტრი გაიხსნება

დედაქალაქში რეგიონის უმსხვილესი სავაჭრო სივრცე გაიხსნება. უკვე მომავალ წელს, თბილისში "აუთლეტ ვილიჯი" პირველ მომხმარებლებს მიიღებს.

საერთაშორისო არქიტექტორებისა და დიზაინერების მიერ დაპროექტებული მულტიფუნქციური სავაჭრო სივრცე 10 ჰექტარს დაიკავებს.

მსოფლიო ბრენდებით დაკომპლექტებული კომერციული სივრცე ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის იქნება გათვლილი.

მომხმარებელს საშუალება ექნება, მსოფლიოში აღიარებული ბრენდების ტანისამოსის შეძენის გარდა, ასევე მიიღოს საერთაშორისო გასტრონომიული გამოცდილება, მათ შორის, გაეცნოს უძველეს ქართულ მეღვინეობასაც.

დღის ამბები