20 აპრილი 2024,   04:37
ვრცლად
რას ყვებიან შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის ოჯახში

"კურიერის" კიდევ ერთი ექსკლუზივი - "კურიერმა" შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვის ოჯახის წევრი ჩაწერა.

დაკავებულის მამიდა ადასტურებს, რომ ცოტა ხნის წინ მათ საცხოვრებელ ბინაში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს და გარკვეული ნივთები ამოიღეს.

მურსაკულოვის მამიდა ამბობს, რომ  ამ მომენტში მისი ძმისშვილი სახლში არ იმყოფებოდა და შესაბამისად, ის პოლიციას საცხოვრებელი სახლიდან არ აუყვანია.

როგორც ირკვევა, რაფაელ მურსაკულოვი მამიდასთან ერთად ცხოვრობდა. 

დღის ამბები