20 აპრილი 2024,   00:09
ვრცლად
შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს - ადვოკატი

შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულ პირს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინება.

მისმა ადვოკატმა რაფაელ მურსაკულოვი გვიან ღამით წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა.

უფლებადამცველის განცხადებით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

"რაც შეეხება მასალებს, გამომძიებელი ახლა გადმომცემს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოკლულთან ნაცნობობას და შეხვედრას საერთოდ გამორიცხავს,"- აცხადებს რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე.

"კურიერი" დაკავებულის მეზობლებს ესაუბრა. მათი თქმით, რაფაელ მურსაკულოვი ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამსახურში ჩვეულ რეჟიმში დადიოდა.

დღის ამბები