ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაიღუპა.
მოპედი ხუბულავას ქუჩაზე გადაადგილდებოდა, როდესაც სავარაუდოდ, ბოძს დაეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.