26 აპრილი 2024,   09:14
ვრცლად
ჯო ბაიდენის განკარგულებით, ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

ჯო ბაიდენის განკარგულებით, ფედერალური უწყებების თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება. ასევე შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დაწესებული ფულადი ჯარიმა გაორმაგდა.

ახალი რეგულაციის მიხედვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების წესის დარღვევა 500 დოლარის ოდენობის ჯარიმით დაისჯება.

კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების გამო ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ექვსი ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი და სომხეთი ამოიღო. მოლდოვაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შოტლანდიაში კი ღამის კლუბებსა და სხვა თავშეყრის ადგილებში შესასვლელად 1-ლი ოქტომბრიდან ე.წ. კოვიდსერტიფიკატის წარდგენა ხდება სავალდებულო.

დღის ამბები