20 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
იზოლაციის, პირბადის და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაჯარიმებულ პირებს ამნისტია შეეხებათ

იზოლაციის, პირბადის და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დაჯარიმებულ პირებს ამნისტია შეეხებათ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამნისტიის შესაბამისი აქტი უკვე გამოაქვეყნა საკანონმდებლო მაცნემ. ამასთან ერთად, სისხლის სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლდებიან იურიდიული პირებიც, მათ, ვისაც ბრალი 248-ე და 359-ე მუხლით აქვთ წარდგენილი.

ამნისტია გავრცელდება მათზე, ვინც დანაშაული 2021 წლის 23 ივნისამდე ჩაიდინა.

"ეს ჟესტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ იქნა გადადგმული, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ბოროტად გამოყენებული. ადამიანები გარკვეულწილად ჭკუას უნდა სწავლობდნენ, რათა სხვა შემთხვევაში არ დაარღვიონ და ის წნეხი, რაც სახელმწიფოს მხრიდან არის განთავისუფლებული, ეს დასაფასებელი უნდა იყოს. რეალურად იმ რთულ სიტუაციაში, სადაც მრავალი სფეროა და მოქალაქეები, რომლებიც რეალურად რთულ სიტუაციაში არიან, მათთვის პრემიერის ნაბიჯი დადებით კონტექსტში უნდა იყოს აღქმული," - განაცხადა რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.

დღის ამბები