ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის მშენებლობა დასრულებულია. 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი რუსეთს შესაძლებლობას აძლევს, ევროპა გაზით უკრაინის გვერდის ავლით მოამარაგოს.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთს სურს გერმანიას გაზი ახალი მილსადენის მეშვეობით 1-ლი ოქტომბრიდან მიაწოდოს. დასავლეთის სახელმწიფოები კი ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალ გაზსადენს უკრაინის წინააღმდეგ ბერკეტად გამოიყენებს.