როგორ შეიძლება მიმდინარეობდეს კორონავირუსის "მიუ" შტამი ბავშვებში - პედიატრის, თეიმურაზ მიქელაძის განცხადებით, "მიუ" ახალი შტამია და ჯერჯერობით დაკვირვების ქვეშაა, თუმცა მისი ვარაუდით, მოზარდებში ის განსაკუთრებული სიმძიმით არ უნდა მიმდინარეობდეს.
"უფრო აქტიურად ინფიცირდებიან, იმიტომ, რომ ისინი არ არიან იმუნიზირებულები. სწორედ ეს ასაკობრივი ჯგუფი მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად არის იმუნიზირებული, მათი მოცვა არის ყველაზე ნაკლები. სწორედ ეს ჯგუფი ინფიცირდებოდა, თუმცაღა გადაჰქონდათ უმეტეს შემთხვევაში მსუბუქი ან უსიმპტომო ფორმით. ასეა საუბარი "მიუზეც". "მიუ" შტამზე ჩვენ რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც ჯანმომ გამოაცხადა როგორც დაკვირვებადი შტამი. იმისთვის, რომ მე-5 და შემდგომი შტამები ავიცილოთ თავიდან, უნდა დავიცვათ მაქსიმალურად რისკჯგუფის მოსახლეობა და სწორედ მათ უნდა ავარიდოთ ნებისმიერი შტამი.
მე არა მგონია, რომ "მიუ" განსაკუთრებული სიმძიმით მიმდინარეობდეს ბავშვებში, იმიტომ, რომ ასეთი მონაცემები, მე რაც გადავხედე, ჯერჯერობით არ შემხვედრია," - განაცხადა თეიმურაზ მიქელაძემ.